ივერიონი / ლია რუსიაშვილი: ხომ არ გვაბრუნებენ იმ დროში, როცა „კედლებსაც კი ყურები ესხა?!“

ლია რუსიაშვილი: ხომ არ გვაბრუნებენ იმ დროში, როცა „კედლებსაც კი ყურები ესხა?!“

 

შესანიშნავმა მწერალმა, 7 შვილის დედამ, ლია რუსიაშვილმა სოციალურ ქსელში ფრიად საყურადღებო სტატუსი გამოაქვეყნა.

 

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ ამ სტატუსს.

 

„როგორც ცნობილი გახდა, ამა წლის ნოემბერში პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც გუგული მაღრაძეა. წინასწარ გაფრთხილებთ: ეს კანონპროექტი არ ეხება არც სოციალურ სიდუხჭირეში მყოფთა პირობების გაუმჯობესებას, არც მდინარე ვერესგან დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას და არც იმ ნებისმიერ საჭირბოროტო პრობლემას, რომლებიც დღემდე აუძლურებს საქართველოს სულიერად და ფიზიკურად.

 

 ძნელი მისახვედრი არაა, რომ მაღრაძის კანონპროექტის სახით, სინამდვილეში, დასავლეთიდან მორიგი დირექტივაა წამოსული, რომლის მიზანი, პირდაპირი გაგებით, ტრადიციული ოჯახების მოშლაა. 

 

ყურადღებით წაიკითხეთ ციტატა განსახილველი კანონპროექტიდან: - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება ეძლევათ თავიანთი სამართლებრივი აქტით ის სოციალური, ეკონომიკური და სხვა ღონისძიებები განსაზღვრონ, რომლებიც ოჯახში ძალადობის მიზეზების თავიდან აცილებისკენ არის მიმართული“... 

 

დავაზუსტოთ:- ვთქვათ, უმუშევარი და გაღიზიანებული ქმარი ცოლს ხმამაღლა წაეკამათა და ეს ფაქტი მეზობელმა ადგილობრივ თვითმმართველობას აცნობა, საინტერესოა, იქ რა ზომებს მიმართავენ ამ ოჯახში „სოციალურ-ეკონომიური ღონისძიებების გასატარებლად“? 

 

ქმარს დაასაქმებენ? ოჯახს საარსებო შემოსავალს დაუნიშნავენ? ეს გამორიცხულია. მაშ, სხვა რა „ღონისძიებაზეა“ ლაპარაკი? კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდვიადა იმ პასუხის მიხედვით, თუკი ეს მორიგი მარყუჟი მართლა შემოაჭდეს ქართველ ხალხს, 37-იანი წლები ალბათ, ბევრს გაახსენდება, როდესაც „კედლებსაც კი ყურები ესხა...“

 

შესაბამისად, აქედანვე ნათელია--„ოჯახის ძალადობისგან დაცვის მიზნით“ შემოთავაზებული ეს კანონპროექტი სინამდვილეში, ოჯახის ინსტიტუტის რღვევის მიზანს ემსახურება.

 

ქართველმა საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა მოითხოვოს ამ კანონპროექტის გაუქმება!“

 

16-11-2015, 11:28
უკან დაბრუნება