„უკრაინის დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია, თუკი მას თავდებში აშშ, ევროკავშირი ან რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ჩაუდგება“,- აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პუტინის თქმით, მიმდინარე წელს, შესაძლოა რუსეთმა უკრაინას დავალიანების ნაწილის გადახდა საერთოდ არ მოსთხოვოს.
,,ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე წელს საერთოდ არ მოვთხოვოთ უკრაინას დავალიანების გადახდა, მომავალ წელს მხოლოდ მილიარდი მოვთხოვოთ და ა.შ. რადგან აშშ, ევროკავშირი, ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები დარწმუნებული არიან უკრაინის აღორძინებაში, რომელიმე მათგანი თავდებში უნდა ჩაუდგეს ამ ქვეყანას. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დავალიანების რესტრუქტურიზაციას მოვახდენთ ძალიან კარგი პირობებით“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, უკრაინას რუსეთის 5 მილიარდამდე დავალიანება აქვს. „გაზპრომში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ მომავალში გაზის საფასური წინასწარ უნდა გადაიხადოს.