ივერიონი / ალი ბაბაევი: ტერორიზმს ისლამთან კავშირი არა აქვს!

ალი ბაბაევი: ტერორიზმს ისლამთან კავშირი არა აქვს!

„ისინი ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს. თუ ისინი ისლამისტები არიან, როგორ ხოცავენ მორწმუნე ადამიანებს?”- აღნიშნული განცხადება,  საქართველოში აზერბაიჯანის კონგრესის თავმჯდომარემ,  ალი ბაბაევმა,  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

 

ბაბაევის განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს სახელით მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება, თავის დროზე სპეცსამსახურებმა შექმნეს. მაგრამ, მოგვიანებით ისინი მათი კონტროლიდან გამოვიდნენ და ძალაუფლების მოხვეჭა დაიწყეს:

 

„ისინი ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს. თუ ისინი ისლამისტები არიან, როგორ ხოცავენ მორწმუნე ადამიანებს. ნახეთ, რა ხდება ბეირუთში, სირიაში…. ისინიც ხომ მუსულმანები არიან. აფეთქებენ მეჩეთს პაკისტანში, ავღანეთში… ეს კავშირში არაა ისლამთან. ამიტომ, ეს საზოგადოებამ უნდა  იცოდეს და უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს და არა ისლამს. შესაძლოა ვინმეს სიმპათია  გააჩნდეს ტერორისტული დაჯგუფების მიმართ, მაგრამ ამის განზოგადება მიუღებელია!“,- განაცხადა ალი ბაბაევმა.

 

ბაბაევის თქმით, ქვემო ქართლიდან მუსულმანი მოსახლეობის ტერორისტული დაჯგუფების რიგებში წასვლა, რეგიონში რელიგიური ექსტრემიზმი არაა.

 

18-11-2015, 12:02
უკან დაბრუნება