ივერიონი / ირაკლი მელაშვილი: ნინა ხატისკაცს ხალხი არ ენდობა!

ირაკლი მელაშვილი: ნინა ხატისკაცს ხალხი არ ენდობა!

სახალხო დამცველის კანდიდატის ნინა ხატისკაცის მეუღლე მესტიაში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მაშინ, როცა ომბუდსმენს მოეთხოვება აპოლიტიკურობა, მისი მეუღლის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა ინტერესეთა კონფლიქტს გამოიწვევს.


ამის შესახებ არასამთავრობო მოძრაობა "არჩევანის თავისუფლებისთვის" ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.


მისი თქმით, სამოქალაქო სექტორმა სახალხო დამცველის კანიდადების წარდგენისას შეცდომა დაუშვა. "კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ომბუდსმენი რამდენიმე კანდიდატიდან აერჩია. სახალხო დამცველს აუცილებელია, რომ ხალხის მაღალი ნდობა ჰქონდეს. ამ საკითხში ნინა ხატისკაცის კანდიდატურა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ის არის ხელისუფლების მომხრე! ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს, რომ ეს მათვისვე იქნება ძალიან ცუდი", _ ამბობს მელაშვილი.

21-11-2012, 15:42
უკან დაბრუნება