ივერიონი / რატომ ადანაშაულებს ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მტრობაში?

რატომ ადანაშაულებს ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მტრობაში?

“ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებული განცხადება შეფასა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციას ერთადერთი რეალური საფრთხე ამ მთავრობის ქმედებებია:

 

"ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციაზე, ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ღარიბაშვილის მთავრობას. მაგრამ უნდა გვესმოდეს, დღეს ვიზალიბერალიზაციას ემუქრება ერთადერთი რეალური საფრთხე და ეს საფრთხე მთავრობის ქმედებებია ქვეყნის შიგნით და მთავრობის მცდელობა, ხელში ჩაიგდოს "რუსთავი 2". ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს პრობლემა გადააბრალონ ოპოზიციას, არის უბრალოდ ტრაგიკომიკური და ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების იმ გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება კვებავს ჩვენს მოსახლეობას მეოთხე წელია, ნაცვლად გაკეთებული საქმისა და შესრულებული დაპირებებისა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცენ. შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და "ნაციონალური მოძრაობა" ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მტრობაში დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მინისტრებს თავად ევროკავშირში მიაწოდეს. 

 

19-11-2015, 16:41
უკან დაბრუნება