„"გაზპრომის" ხელმძღვანელთან სამომავლო შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის“- ამის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებს "გაზპრომთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როდის იქნება სამომავლო შეხვედრა. თუმცა, როცა თარიღი ცნობილი გახდება, თქვენც გეცოდინებათ და საზოგადოებასაც“- განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება აქციას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართა "გაზპრომის" წინააღმდეგ, კალაძემ აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეულ დაჯგუფებას კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს.
"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული დაჯგუფება, მათ აქვთ ამის უფლება. ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში, დღეს უკვე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ქვეყანაში არ იდევნებიან. შესაბამისად, მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება კანონიერ ფარგლებსა და ჩარჩოებში, რა თქმა უნდა", - განაცხადა კახა კალაძემ.