“მე არ ვაპირებ რაღაც შოუებში მონაწილეობის მიღებას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველამ, მინისტრებმა, პრეზიდენტმა ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ვფიქრობ, ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას და არა - შოუების მოწყობას , რაღაც ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას” - ამის შესახებ ჟურნალისტებს, ვიცე პრემიერმა, ენეგრეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოების პრობლემა არ არის.
რაც შეეხება, 4 დეკემბრისთვის დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომას, კალაძე მიიჩნევს, რომ კრიზისების საბჭოზე დეტალურად იყო განხილული ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს შეიძლება ქვეყანასთან მიმართებაში არსებობდეს.
"მე ვფიქრობ, კრიზისების საბჭოზე ალბათ ყველაფერი იყო დეტალურად განხილული, ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს შეიძლება არსებობდეს ქვეყანასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი რაღაც შოუს ემსგავსება. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენს ქვეყანას და ხალხს მივხედოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.