შპს "თბილსერვის ჯგუფს"ლევან ჯღარკავა, ხოლო შპს "სინათლის ქალაქს" თორნიკე კიზირია უხელმძღვანელებს . მათი კანდიდატურები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობას დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.
ლევან ჯღარკავა შპს "თბილსერვის ჯგუფში" დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას ამ დრომდე იკავებდა.
შპს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი დირექტორი გიორგი ბაგრატიონი გასულ კვირას თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა.
რაც შეეხება, შპს "სინათლის ქალაქს", თორნიკე კიზირიაც აღნიშნულ შპს-ში დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. "სინათლის ქალაქს" ვასილ ხორავა ხელმძღვანელობდა.