160 ლარს? არა, ეს 160 ლარი ინფლაციისა და დოლარის გაძვირების პირობებში, ფასების ზრდის გარემოცვაში, პარქტიკულად, მაქსიმუმ, 60 ლარის ექვივალენტია.
ეს მაშინ, როცა, საშუალოდ, კომუნალური გადასახადის ქვითარი, ყოველ თვე, პენსიონერს „ამცნობს“, რომ მან 25 დან 30 ლარამდე უნდა გადაიხადოს, თანაც იმ შემთხვევაში, თუ არ ჩართავს გათბობას, დაზოგავს ელექტროენერგიას! არ გადაიხდის და უშუქოდ დატოვებენ -გაუთიშავენ.
„სულიერ საზრდოზე“ - კინოზე, თეატრზე, ფილარმონიაში კონცერტების დასწრებაზე, წიგნის, ჟურნალ-გაზეთების ყიდვაზე, წელიწადში ერთხელ `ჰაერის გამოცვლაზე~ ოცნება პენსიონერისთვის ისეთივე აბსურდულია, როგორც, ზოგადად, `ოცნება~! ფაქტიურად, ხელისუფლებამ მარტოხელა პენსიონერები გაწირა!... უფრო მეტი, `დე ფაქტო პატიმრებად~ აქცია, საკუთარ ქვეყანაში.
ბუნების კანონების თანახმად ყველაფერი, რაც ცოცხალია, ბერდება... თქვენც დაბერდებით ბატონებო და ქალბატონებო და არავინ იცის, რა დროს და რა ვითარებაში აღმოჩნდებით სასოწარკვეთილნი და სასტიკად განწირულნი, ვინაიდან საქართველოში, სიბერე მწარე განაჩენია... ანუ, „ვიშკა“!..
არ იფიქროთ, რომ „ნომენკლატურული პენსია დაგიცავთ“! არა, ბუნებაში ყველაფერი ცვალებადია, პენსიის ოდენობაც და კანონებიც... მხოლოდ უფალმა უწყის, როგორი სიბერე გელით!..
თამაზ ჭეიშვილი