ივერიონი / ირაკლი შოთაძე: პასუხისმგებლობას არ გავურბივარ!

ირაკლი შოთაძე: პასუხისმგებლობას არ გავურბივარ!

როგორც მთავარი პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე აცხადებს, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციები უსაფუძვლოა.

 

შოთაძემ ჟურნალისტებს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით,  განუცხადა,რომ  ის იღებს პასუხისმგებლობას  თითოეულ იმ  საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია.

მისი თქმით, მას პასუხისმგებლობისთვის თავი არასოდეს არ აურიდებია და ამას არც ახლა აპირებს.

 

„რაც შეეხება გაუხსნელ საქმეებს, გამოძიება პროცესია, რომელიც მიმართულია შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისკენ და მას მისი სამართლებრივი პროცედურები აქვს. ყველაფერს თავისი წესი აქვს. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციები უსაფუძვლოა და ეს მაშინ გამოჩნდება, როცა თითოეულ კითხვას პასუხს გავცემ“, - განაცხადა შოთაძემ.

 

26-11-2015, 13:15
უკან დაბრუნება