ივერიონი / იოჰანეს ჰანი: საქართველოში ინვესტიციების რაოდენობის ზრდა, სტაბილურობის მაჩვენებელია!

იოჰანეს ჰანი: საქართველოში ინვესტიციების რაოდენობის ზრდა, სტაბილურობის მაჩვენებელია!

„საქართველოში ინვესტიცია იზრდება, რაც ყველაზე კარგი მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა“ - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკომისარმა იოჰანეს ჰანიმ გააკეთა.

 

"მინდა ხაზი გავუსვა იმ შთამბეჭდავ რეფორმებს, რომელიც საქართველომ განახორციელა, რათა შესრულებულიყო ის მოთხოვნები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. 

 

გასულ კვირას საქართველო ევროკავშირის ასოცირების საბჭომ ჯეროვანი შეფასება მისცა მიღწეულ პროგრესს და დააფიქსირა მზადყოფნა, რომ გავაღრმავოთ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია. 

ასევე ჩვენ განვიხილეთ ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს პროდუქციის ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტს უკავშირდება. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა იზრდება. ეს ასევე ძალიან დადებითი თემაა. ფულს სჭირდება სტაბილურობა და თუ ფული სადღაც იდება და ინვესტირდება, ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

27-11-2015, 14:12
უკან დაბრუნება