ივერიონი / რაში დაადანაშაულა ირმა ნადირაშვილმა ბიძინა ივანიშვილი?

რაში დაადანაშაულა ირმა ნადირაშვილმა ბიძინა ივანიშვილი?

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით,  მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ინტერესების გატარებისთვის იყენებს.

 

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ნადირაშვილმა ივანიშვილი პროკურატურაზე ზეწოლაშიც დაადანაშაულა.

 

„ბესელიამ ბრძანა, რომ ბადაშვილის დროს პროკურატურა ძალიან გაიხსნაო, მართალია. უწყება იმდენად გაიხსნა, რომ ხანდახან, ქალბატონმა ეკამ უფრო ადრე იცოდა რა მოხდებოდა, ვიდრე ბადაშვილმა და შოთაძემ. უმრავლესობა გეუბნებათ, რომ თქვენ მათ პოლიტიკურ გემოვნებაში ჯდებით. ეს არ მიკვრის, რადგან თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნა გარანტიაა ბესელიასთვის, რომ არ გამოიძიებთ იმას, როგორ მოხვდა ყაჩაღები - რუსეთის ჯაშუშები პოლიტპატიმართა სიაში და რა თანხები აქვს აღებული ამაში ქალბატონ ბესელიას.

თქვენი მმართველობის ვერასოდეს გავიგებთ, რატომ სარგებლობდა, იზორიას ძმა ნარუშლიკოვებით, რამდენი ტელეფონია ჩართული, როგორ მიიღო უჩა მამაცაშვილმა ერთ ლარად ქონება, როგორ ააფეთქა ივანიშვილმა საყდრისი, ვინ ატვირთა ვიდეოები უკრაინულ საიტებზე და ვინ არის ჰაკიმ ფაშა. სამწუხაროა, რომ თქვენ ივანიშვილი ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გიყენებთ“, - მიმართა ნადირაშვილმა შოთაძეს.

 

27-11-2015, 14:57
უკან დაბრუნება