ივერიონი / გუბაზ სანიკიძე: რა კავშირშია სისხლიან მმართველობასთან შოთაძის პერსონა ვერ ვხვდები!

გუბაზ სანიკიძე: რა კავშირშია სისხლიან მმართველობასთან შოთაძის პერსონა ვერ ვხვდები!

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით,  ირაკლი შოთაძის ახალგაზრდული ასაკი მომგებიანია და მისი საქმიანობა გათვლილი უნდა იყოს პროკურატურის რეფორმაზე.

 

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სანიკიძემ განაცხადა, „ეროვნული ფორუმი“ მთავარი პროკურორობის კანდიდატს მხარს დაუჭერს.

 

„ირაკლი შოთაძის პერსონა ცხრა წლიან, სისხლიან მმართველობასთან რა კავშირშია, ვერ ამოვხსენი. ოპოზიცია სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო კანდიდატურის წინააღმდეგი იქნება. პროკურატურას სახელოვანი წარსული არ აქვს. პროკურატურის დამოუკიდებლობას არცერთი ხელისუფლება არ ცდილობდა. პროკურატურა მმართველი გუნდის დანამატი ყოველთვის იყო. პარლამენტის მიერ პროკურორის არჩევა ვითარებას ძირ-ფესვიანად ცვლის. პროკურორს ექვსი წელი ხმას უბატონოდ ვერავინ გასცემს და თავისულების ხარისხი ძალიან მაღალი იქნება. ირაკლის დიდი ხანი არ ვიცნობ, მაგრამ ამ ახალგაზრდა კაცმა ცვლილებები უნდა განახორციელოს და მისი ახალგაზრდული ასაკი მომგებიანია. მისი საქმიანობა გათვლილი უნდა იყოს პროკურატურის რეფორმაზე. ქართულ სამართალს სერიოზული რეფორმა და სტიმული სჭირდება. პროკურატურა ის მხარეა, რომელმაც სამართალს ახალი სტიმული უნდა მისცეს“, - განაცხადა სანიკიძემ.

 

27-11-2015, 15:40
უკან დაბრუნება