ივერიონი / რისკენ მოუწოდებს ერდოღანი მოსკოვს?

რისკენ მოუწოდებს ერდოღანი მოსკოვს?

 

რეჯებ ტაიპ ერდოღანი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ცეცხლთან თამაში. მისი თქმით, ანკარას არ სურს მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭება, მაგრამ ის აფრთხილებს მოსკოვს შეწყვიტოს ცეცხლთან თამაში.

 

 მან ასევე აღნიშნა, რომ თურქმა სამხედროებმა, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ, არ იცოდნენ თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა ის. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქულმა მხარემ არ იცოდა თუ ვისი თვითმფრინავი ჩამოაგდო. მან თურქული მხარის განცხადებებს სუსულელე და თავის არიდების მცდელობა უწოდა. ერდოღანმა პუტინის კრიტიკას მიუღებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მზად არის პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და მასთან ერთად განიხილოს შექმნილი ვითარება.

 

თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა სამშაბათს თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის SU24-ის ჩამოგდებას უკავშირდება. ოფიციალური ანკარის განცხადებით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი კი, საზღვრის დარღვევას უარყოფს და ამბობს, რომ თვითმფრინავი ჩრდილოეთ სირიაში დაფრინავდა. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მათ არ იცოდნენ, რომელი ქვეყნის თვითმფრინავი იყო და მისმა პილოტებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა, მათგან რეაგირება არ ყოფილა.

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ განხორციელებული დარტყმა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა. საუბარია თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაკისრებაზეც.

 

27-11-2015, 18:23
უკან დაბრუნება