საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გიორგი კალანდაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
„არსებული საკითხი არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მსჯავრდებულის ახლიდან მიცემას“,- აცხადებს საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძე.
შეგახსენებთ, რომ აღმკვეთ ღონისძიებად გიორგი კალანდაძეს 20 000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. მოსამართლის განამრტებით, არსებული თანხა საკმარისია და კალანდაძეს ახალი ჯარიმა არ დაეკისრება.