საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგას, შარლ მიშელს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დაჩქარების თხოვნით მიმართა, - ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების შეხვედრა პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP21) ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზასა და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.