არავის ვაშინებ, მითუმეტეს, როგორც იცით, მსოფლიოს 150-მდე ქვეყნის პირველმა პირმა - 20-ის ფორმატით, ამ პრობლემას საგანგებო სამიტი მიუძღვნეს, რომელიც დღესაც ტარდება პარიზში.
რა არის გლობალური დათბობა?
გასაგებად და პოპულარულ ენაზე აგიხსნით: მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუ 25 წლის მანძილზე დედამიწისპირა ტემპერატურა ერთი გრადუსით მოიმატებს, ეს უკვე განგაშის თემაა და უეჭველად დაეტყობა ეკოლოგიას.
უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ტემპერატურამ 2 გრადუსით აიწია, პოლუსებზე დაიწყო ყინულის დნობა, მსოფლიო ოკეანეს მილიონობით ტონა ცივი მტკნარი წყალი შეერია და ყოველდღიურად გრძელდება ეს პროცესი. ასეთი დიდი რაოდენობით ოკეანეებსა და ზღვებში ცივი წყლის შედინება უეჭველად გამოიწვევს გოლსტრიმის, ანუ თბილი დინების გაციებას, რომელიც მილიონი წლების განმავლობაში იქმნებოდა და დღესაც ათბობს მსოფლიო ოკეანეს, დედამიწას უნარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს, რაც მთავარია, გოლსტრიმი ევრიპისა და ჩრდილო ამერიკის „სათბუნებელია“, „გრელკას“ რომ ეძახიან. გოლსტრიმის გაცივების შემხვევაში დედამიწაზე დაიწყება გამყინვარება. გოლსტრიმის გაციების მიზეზი კი გლობალური დათბობაა!
თუ გოლსტრიმი გაცივდა, მთლიანად ყინულით და თოვლით დაიფარება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი. გარდა იმისა, რომ იგივე ბედი ეწევა დიდ ბრიტანეთს და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, ოკეანეებისა და ზღვების დონე საშუალოდ 4 მეტრით აიწევს დედამიწაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წყლით დაიფარება ნიდერლანდები, ოკეანისპირა და ზღვების პირა დასახლებული ქალაქები. გლობალური დათბობა და გლობალური გამყინვარება გაანადგურებს დედამიწის ფლორას და ფაუნას, რადიკალურად შეცვლის ოკეანეებისა და ზღვების ცოცხალ ბუნებას და ოკეანეების ბინადართა ასეულობით ჯიშს გადააშენებს.
რას უქადის გლობალური დათბობა საქართველოს?
ეს პროცესი (დათბობას ვგულისხმობ), რომელიც ჯერჯერობით გრძელდება, ჩვენ ქვეყანაში გახშირებულ კოკისპირულ წვიმებს და ქარიშხლებს გამოიწვევს. მთიან რეგიონებში უკიდურესად გამწვავდება მთააგორიანი რელიეფისთვის დამახასაიათებელი დამღუპველი მოვლენა, მეწყერები და ზვავები. საქართველოს მდინარეებს ძირითადად მყინვარები კვებავს და ეს მყინვარები უკვე კატასტროფულად შემცირდა უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე. თავის ნებაზე რომ „მივუშვათ“ გლობალური დათბობა, საქართველოს ყველა მდინარე,რომელიც სათავეს იღებს მყინვარებიდან, უეჭველად დაშრება! დაშრება ბევრი ტბა, რომელთა არსებობას მდინარეები განაპირობებს.
რატომ მაინცა და მაინც ახლა „გამოტყვრა“ ეს უბედურება?
არა, ბატონებო და ქალბატონებო! მცირე გლობალური დათბობები და გამყინვარებები, 500-700 წლის ციკლით, პერიოდულად მეორდებოდა ჩვენ პლანეტაზე და ამ პროცესებს თვით პლანეტა არეგულირებდა. მე-19-20-ე საუკუნეებში მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესმა, გამოიწვია ე.წ. „დამიანის ფაქტორის გააქტიურება“, ანუ ატმოსფერო გაჯერდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის გამონაბოლქვით, რამაც ხელი შეუშალა ეკოთვითრეგულირების პროცესებს.
სად არის გამოსავალი?
პარიზის სამიტზე, ყველა სახელმწიფომ აღიარა ეგრეთწოდებული „სათბურის ეფექტის“ კრიტიკული ფაზა და უპირობო ვალდებულება აიღო მკვეთრად შეამციროს აირის ტიპის სამრეწველო ნარჩენების გენერირება ატმოსფეროში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა, დედამიწის ბატონ-პატრონებმა, სასწრაფოდ უნდა მოძებნონ და გამოიყენონ ისეთი ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსები, რაც აღარ დააბინძურებს ატმოსფეროს. ასეთი რესურსები არსებობს და ბევრი ქვეყნის ასობით ქარხანა დიდი ხანია მზად არის ჩაუშვას წარმოებაში ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო ტექნოლოგია, რაც ჩაენაცლება ნავთობპროდუქტებს.
ნიკოლა ტესლა „რომელმაც შექმნა მეოცე საუკუნე“!
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ეს გენიოსი „წინასწარმეტყველებდა“ ნავთობპროდუქტებისა და გაზის გამოყენებით კაცობრიობის დაღუპვას და მსოფლიოს უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, ძალიან იაფ საშუალებებს სთავაზობდა! ეროვნებით სერბმა, ამერიკელმა ფიზიკოსმა ნიკოლა ტესლამ 1898 წელს გამოიგონა მაღალი ძაბვის ენერგიის უსადენო გადამცემი სისტემა. ნიაგარაზე ააგო ელექტროსადგური და ოკლაჰომას შტატი უსადენო ენერგიით მოამარაგა და გააკაშკაშა. იმ დროს ეს იყო ნამდვილი საოცრება და შოკი. ნავთობისა და გაზის მაფია მიხვდა, რას უქადდა მათ საბანკო ანგარიშებს ტესლას „კეთილშობილური მისწრაფებები“ და სერბი მეცნიერი სასწრაფოდ „დაბლოკეს“. მთელი ცხოვრება ებრძოდა ნიკოლა ტესლა ნავთობისა და გაზის მაფიას, ვერაფერი გააწყო და 1943 წელს ისე წავიდა „იმ განზომილებაში“, რომ გენიალური გამოგონებებისა და პროექტების მეათედის განხორციელებაც კი ვერ ნოახეხა. არადა, რომ მოეხერხებინა დღეს აღარ იქნებოდა საუბარი გლობალური დათბობის საფრთხეებზე - მსოფლიო ისარგებლებდა უსადენო და რაც მთავარია, უფასო ელექტროენერგიიით და ბევრი სხვა სიკეთე გვექნებოდა, რაც დღესაც კი ფანტასტიკის თემაა. გლობალური დათბობა იმდენად სერიოზული საკითხია, რომ მან ტერორიზმის პრობლემა უკანა პლანზე გადაწია. მიუხედავად რეალური საშიშროებისა, პანიკის საბაბი მაინც არ არსებობს. დღეიდან ყველა სახელმწიფომ „ჩართო გლობალური პროგრამა“, რამაც უნდა შეაჩეროს „გლობალური დათბობის“ პროცესი.
ამ რამდენიმე წლის წინ ჰოლივუდმა მსოფლიოს შესთავაზა გენიალური ფილმი - „დღე, ხვალის შემდეგ“ ...გირჩევთ ნახოთ ეს მხატვრული ფილმი და მაშინ გაიგებთ და გაისიგრძეგანებთ, თუ რა არის და რას გვიქადის გლობალური დათბობა!
თამაზ ჭეიშვილი