პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველო“ მხარს უჭერს მაჟორიტარულ სისტემას და აცხადებს, რომ მაჟორიტარები უნდა ჰყავდეს რაიონებს, მაგრამ უნდა შეიცვალოს ის, რომ მაჟორიტარი მხოლოდ პარტიამ კი არა, ხალხმა უნდა წარადგინოს. ბონდო იაშაღაშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარი იმ რაიონიდან უნდა იყოს, სადაც კენჭს იყრის და არა როგორც დღეს-ხალხი რომ საერთოდ არ იცნობს დეპუტატს. ამ აზრს იზიარებს პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი მამუკა ზანდუკელი, მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არჩევის და კენჭისყრის უფლება.