ივერიონი / პატიმრები ხორციან საკვებს ითხოვენ

პატიმრები ხორციან საკვებს ითხოვენ

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის მრჩეველმა  ლალი მოროშკინამ და ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დღეს პატიმრები მოინახულეს.


მათი განმარტებით, ბევრი პატიმარი დახმარებას საჭიროებს, მათ შორის გოჩა აფრასიძე, რომელსაც თვალი აქვს დაზიანებული.


„ასევე, უნდა დაკმაყოფილდეს პატიმრების მოთხოვნა სადღესასწაულო დღეებში ხორციანი საკვების შეტანასთან დაკავშირებით“, - განმარტა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

21-11-2012, 17:38
უკან დაბრუნება