საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, ISIS-ს საფრთხე საერთოა და შესაბამისად, საქართველო და აშშ უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობენ.
"საკმაოდ რთული დროა და საქართველო მდებარეობს რთულ რეგიონში. ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხეა. ეს საჭიროს ხდის თანამშრომლობას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და რეგიონში მის მეზობლებს შორის. ხორციელდება ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველყოფილი იყოს საზღვრებზე კონტროლი. ძალიან კმაყოფილი ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს", - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.