„ინფორმაციას, რომელიც თურქეთის მიერ ისლამისტებისგან ნავთობის შესყიდვას შეეხება, რუსეთი არ გამოაქვეყნებს“ - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტ ვლადამიერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„მთავარია ინფორმაცია გქონდეს და გამოიყენო ტერორიზმთან საბრძოლველად და არა რაიმეს დასამტკიცებლად. ჩვენ ამ ინფორმაციას ტერორიზმთან საბრძოლველად ვიყენებთ,“-აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ კრემლის ლიდერმა თურქეთი ისლამისტთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ნავთობის კონტრაბანდაში დაადანაშაულა, რასაც თურქეთის ლიდერის რეაქცია მოჰყვა. ერდოღანმა ღიად განაცხადა, რომ მოსკოვმა ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები უნდა წარმოადგინოს. თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ თუ თურქეთსა და ისლამისტებს შორის ნავთობით ვაჭრობის ფაქტი დადასტურდება, ის თანამდებობას დატოვებს.