სოფიის აეროპორტში ტერაქტის განგაში გამოცხადდა მას შემდეგ რაც პირველ ტერმინალთან მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობაა მოთავსებული. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, აეროპორტში სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც შენობასთან გაჩერებული, ბარგით სავსე, საეჭვო მანქანა შენიშნეს.
აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მიკროავტობუსში ბომბის არსებობა დაადასტურეს, თუმცა რა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობაზეა საუბარი, არ დაუკონკრეტებიათ.
სოფიას აეროპორტი დროებით დაიხურა.