ივერიონი / ნატო თურქეთის საზღვრებს აძლიერებს

ნატო თურქეთის საზღვრებს აძლიერებს

 

ბრიტანეთი მზად არის თურქეთში ინჯირლიკის ბაზაზე ავიაგამანადგურებლები განათავსოს. აღნიშნული ინფორმაცია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

 

მისივე თქმით, თურქეთის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს დანიაც და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო გემების შეყვანას აპირებს. ალიანსის გენერალური მდივნის განმარტებით, თურქეთის საზღვრების გაძლიერება რუსული სუ-24-ის ჩამოგდების ინციდენტს უკავშირდება, რასაც რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

 

2-12-2015, 08:30
უკან დაბრუნება