რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ სასურსათო ემბარგოს პირველი იანვრიდან აამოქმედებს. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერმა მედვედევმა მოაწერა. მთავრობის მეთაურის განკარგულებით, რუსეთში თურქული ხილ-ბოსტნეულის, მსხვილფეხა საქონლისა და ფრინველის, მარილისა და სხვა სახის სასურსათო პროდუქტების იმპორტი აიკრძალება.
ექსპერტების ვარაუდით, თურქული პროდუქციის იმპორტის შეჩერება რუსეთში ინფლაციის მაჩვენებელს მკვეთრად გაზრდის. დღეისათვის სურსათზე ფასები რუსეთში 17,3 პროცენტით არის გაზრდილი.