„ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ვართ“, - აღნიშნული განცხადება, პარლამენტის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრის დროს გააკეთა.
მისი თქმით, პარლამენტში, საარჩევნო ცვლილებას, დღეს თავად უმრავლესობაშიც ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები.
„ოლქები თანაბრდება, 50%-ანი ბარიერი დაწესდება, გათვალისწინებულია მთელი რიგი ისეთი საკითხები, რომლებსაც ოპოზიცია მუდმივად ითხოვდა. 2020 წლიდან ვთავაზობთ საზოგადოებას, გადავიდეთ სრულიად სხვა სისტემაზე, როგორიცაა პროპორციული სისტემა. რატომ 2020 წელს და არა ახლა? პასუხი მარტივია, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს საქართველოს პარლამენტმა სჭირდება 113 ხმა, ჩვენ ამჟამად შეთავაზებულ ცვლილებებზე 88 ხმის მხარდაჭერა მოვახერხეთ და საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია, ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ვართ და ვცდილობთ ეს ცვლილებები მიმართული იყოს დადებითი მოვლენებისკენ“ _ განაცხადა 2030-თან საუბარში პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა.