ივერიონი / გიორგი ცაგარეიშვილი: მთავრობა დემოკრატიულობის სახელით გაუკუღმართებულ კანონს გვახვევს!

გიორგი ცაგარეიშვილი: მთავრობა დემოკრატიულობის სახელით გაუკუღმართებულ კანონს გვახვევს!

 

„საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, ეს არის კონკრეტულ მაჟორიტარებზე მორგებული და გამოჭრილი“, - ეს განცხადება  „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას გააკეთა.

 

„ეს არ არის ხალხისთვის, ეს არის კონკრეტული მაჟორიტარებისთვის მორგებული და გამოჭრილი, ეს გზა ჩვენ რამდენჯერმე გავიარეთ და უკან გახედვა არ გვინდა. ეს ის შემთხვევაა, რომ გაუკუღმართებულ კანონს მთავრობა თავზე გვახვევს დემოკრატიულის სახელით. არაფერი არ შეცვლილა, საარჩევნო სისტემა იგივეა, არადა 2012 წელს ჩვენი შეტყობინება ხალხისადმი იყო ის, რომ შევცვლიდით საარჩევნო კანონმდებლობას და სააკაშვილის მახინჯ მიდგომებს. მე მახსოვს, 17 დღე რუსთაველზე შიმშილობა მიმდინარეობდა და ჩვენი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. ჩემს გვერდით კარავში ბიძინა გუჯაბიძე და ზვიად ძიძიგური შიმშილობდნენ, თუმცა ახლა უარყოფენ, მაგრამ 2007 წლის 2 ნოემბრის აქციები სწორედ ამ მოთხოვნებით დაიწყო. დღეს ხელისუფლებამ არაფერი შეცვალა და მივიღეთ საახალწლო ტორტივით დაჭრილ-დაჩეხილი ჩვენი სამშობლო“- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

2-12-2015, 12:17
უკან დაბრუნება