„საქართველო ნატოს წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას ასრულებს და ახლა მთავარია, ნატოს მხრიდან საქართველოს სასარგებლოდ ოპტიმალური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული“- აღნიშნული განცხადება, ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კორძაიამ გააკეთა.
კორძაიას განცხადებით, ნებისმირი გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო გაფართოების თვალსაზრისით მიიღებს, საქართველოსთვის იმედის მომცემია.
„მონტენეგროს მაგალითი კიდევ ერთი საშუალება და ხედვაა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით საქართველოსაც აქვს პერსპექტივა. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველომ ყველა ღონე გამოიყენა იმისათვის, რომ „მაპი“-ს მოპოვების თვალსაზრისით, ყველა სტანდარტი დაეკმაყოფილებინა. ვფიქრობ, რომ საქართველოს წარმატების შესაძლებლობები და შანსები ნამდვილად იზრდება“, - დასძინა კორძაიამ.