საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დღეიდან გიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს. ახალი უფროსი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა წარუდგინა.
გიორგი ბადაშვილმა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის საკუთარი ხედვა გააცნო და ყურადღება გაამახვილა მუშაობის მთავარ პრინციპებზე.
გიორგი ბადაშვილი 2006-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2013 წლის მაისიდან - ნოემბრამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს.
საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, უწყების ყოფილი უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.