ოლეგ მელნიკოვი სააკაშვილის და ადეიშვილის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქმის პროკურორი ავრცელებს. საქმე ეხება გირგვლიანის საქმეს, სადაც ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ოლეგ მელნიკოვი ბრალდების მხარის მთავარი მოწმის სტატუსით იკითხება, რომელიც უშუალო მონაწილე იყო იმ პროცესებისა, თუ როგორ ვთარდებოდა გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული. პროკურორის ინფორმაციით, ოლეგ მელნიკოვი ისაუბრებს იმ ვიზიტებისა და შეხვედრების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა მაშინდელი კუდის ხელმძღვანელის დათა ახალაიას, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის, ასევე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში. პროცესზე ესწრება უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი. დეპუტატის თქმით მას აინტერესებს საქმის მიმდინარეობა.