“პირდაპირ გეუბნებით, არ არის მისი პოლიტიკური გუნდის სათავეში მოსვლის ალბათობა. მე ასე ვიცი და ასე მჯერა. მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ისეთი, როგორც მან თავად განაცხადა”, –აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა.
როგორც ვოლსკი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ კოალიციას მხარს კიდევ უფრო მეტად დაუჭერს:
“მე რაც ვიცი, ეს ის არის, რაც თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მან კი თქვა, რომ კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს “ქართულ ოცნებას”. ეს არ ნიშნავს მის პოლიტიკურ ამბიციას”, – განმარტა ვოლსკიმ.