დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა.
გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თამარ ბერუჩაშვილი მიიღო.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ახალდანიშნულ ელჩს მის შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თამარ ბერუჩაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის 1 მარტიდან შეუდგება.