ივერიონი / ეკა ბესელია: სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თავად თქვა

ეკა ბესელია: სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თავად თქვა

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მისი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თავად თქვა.

 

„სააკაშვილმა მოქალაქეობაზე უარი მაშინ თქვა, როცა ის უკრაინის მოქალაქე გახდა. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია თუ იცის, იქ წერია, რომ ქვეყანაში ორმაგი მოქალაქეობა არ დაიშვება. როდესაც ის უკრაინის მოქალაქეობას იღებდა, მან თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მისთვის სამი კვადრატული მეტრი ფართი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს იყო მისი ასოციაცია მოქალაქეობასთან“, - დასძინა ბესელიამ.

 

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა შეუწყვიტა.

 

4-12-2015, 20:15
უკან დაბრუნება