ივერიონი / ირაკლი შოთაძე იანუშ ჰერმენს შეხვდა

ირაკლი შოთაძე იანუშ ჰერმენს შეხვდა

 

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იანუშ ჰერმანს შეხვდა. 

 

მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილეები მამუკა ვასაძე და გიორგი გოგაძე ესწრებოდნენ.

 

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა პროკურატურის განვითარების, ექვსწლიანი სამოქმედო პროგრამის შემუშავებაზე და უწყების პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

თავის მხრივ იანუშ ჰერმანმა მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, პროკურატურის სისტემური განვითარების და რეფორმირების დახმარების მხრივ.

 

4-12-2015, 20:23
უკან დაბრუნება