ივერიონი / რასთან დაკავშირებით მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ნაციონალებს?

რასთან დაკავშირებით მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ნაციონალებს?

 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე,  დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მთავრობას პენსია 50 ლარით რომ გაეზარდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პენსიის გაზრდას 100 ლარით მოითხოვდა.

 

როგორც რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ხუნდაძემ განაცხადა, თუ ნაციონალების მიზანი პენსიის გაზრდა იყო, მათ ქუჩაში არ უნდა ერბინათ და მონაწილეობა საკომიტეტი რეჟიმში უნდა მიეღოთ.

 

„როცა ნაციონალები მიხვდნენ, რომ პენსიას ვზრდით და შედეგზე გავიდოდით, მაშინ მათ ქუჩაში სიარული დაიწყეს და 50 ლარიანი მატება მოითხოვეს. თუკი პენსიონერების ბედი გაწუხებთ, რომლებსაც მანამდე ჩარეცხილებს ეძახდით, მაშინ ამაზე იმსჯელებდით“, - მიმართა ნაციონალებს ხუნდაძემ.

 

 

4-12-2015, 20:49
უკან დაბრუნება