ბაღდადი ანკარას სამხედრო მოსამსახურეების გაყვანას სთხოვს. საგანგებო განცხადება ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ აბადიმ გააკეთა.
მან თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ერაყის სუვერენიტეტის ხელყოფა უწოდა და ანკარას კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
მანამდე ანკარამ ბაშიკის დასახლებულ რაიონში 150 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.