„ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გამოხატა იმით, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე“, - აღშნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე ჟურნალისტებთან კომენტირებისას გააკეთა.
თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მისი პოზიცია საერთოდ არ არის საინტერესო.
"მე პოზიცია არ მაქვს. ამაზე ცალსახა არის საქართველოს კონსტიტუცია. მან საკუთარი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რომლის პრეზიდენტად 10 წელი იმუშავა, გამოხატა იმით, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. კონსტიტუცია ამ შემთხვევაში პირდაპირი და ცალსახაა. ეს უარი უნდა დადასტურდეს, ამიტომ ჩემი პოზიცია საერთოდ არ არის ამ შემთხვევაში საინტერესო", - განაცხადა ხიდაშელმა.