ივერიონი / ირინა იმერლიშვილი: ეს გზა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითონ აირჩია

ირინა იმერლიშვილი: ეს გზა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითონ აირჩია

 

უშიშროების საბჭოს მდივნი, ირინა იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გზა თვითონ აირჩია. 

 

როგორც იმერლიშვილმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა, არც ახსენდება პრეცედენტი, როცა რომელიმე ყოფილ პრეზიდენტს უარი ეთქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე  იმისთვის, რომ სხვაგან რაიმე თანამდებობა მიეღო. 

 

"კონსტიტუცია გვეუბნება, რომ არ შეიძლება იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე, როდესაც საქართველოს მოქალაქე ხარ. ასე რომ, ეს გზა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აირჩია თვითონ. მე, სამწუხაროდ, არც მახსენდება სხვა პრეცენდენტი, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს უარი ეთქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე იმისთვის, რომ სხვაგან რაიმე თანამდებობა მიეღო. მიხეილ სააკაშვილი იურისტია და ალბათ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი კანონმდებლობა უპირობოდ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას მაშინ, როცა ხდები სხვა ქვეყნის მოქალაქე", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

 

5-12-2015, 10:33
უკან დაბრუნება