ავიაკომპანია Air France-KLM-მა სასტუმრო Mercure თბილისი Old town-ში, ტურისტული სააგენტოებისა და კორპორატიული დამკვეთებისთვის ბიზნეს სისტემის დაგეგმვის ღონისძიება გამართა. ავიაკომპანიამ, საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ავიაბილეთების ელექტრონული გაყიდვის უფლება მოიპოვა.
ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა, სტუმრებს Air France- KLM ქსელის "ერთგულების პროგრამა" გააცნეს და დაგეგმილი და მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
Air France- KLM-ის მარკეტინგის მენეჯერის, ოქსანა მირონენკო-ანტონიუკის თქმით, ავიაკომპანია მისი არსებობის მანძილზე, კლიენტებს ყოველთვის სთავაზობდა ხელსაყრელ პოირობებს და მრავალფეროვან არჩევანს. კომპანია მზად არის მომხმარებელს მომსახურება კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში გაუწიოს.
"ავიაკომპანია დიდი ხანია რაც არსებობს. ჩვენ მგაზვრებს ვთავაზობთ მრავალფეროვან მიმართულებებს. ჩვენი კორპორატიული კლიენტები ამ თანამშრომლობით ბევრ სარგებელს იღებენ. ქართულ ბაზარში ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს. პირველ რიგში, ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ხელსაყრელი აეროპორტები ამსტრედამსა და პარიზში.
ყოველ წელს ავიაკომპანია თავის მგზავრებს ახალ სერვისებსა და პროდუქტებს სთავაზობს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავიგოთ ჩვენი მგზავრების აზრები და შეხედულებები, შევთავაზოთ სასარგებლო და ახალი პროდუქტები, სერვისები, მომსახურება. ასევე სოციალურ ქსელებში ავიაკომპანია თავის მგზავრებს 24 საათიან მომსახურებას ჰპირდება კვირაში 7 დღე. მათ შეუძლიათ მოგვწერონ ნებისმიერ დროს და მიიღონ პასუხი მათთვის სასურველ შეკითხვაზე", - განაცხადა ოქსანა მირონენკო-ანტონიუკმა.
პრეზენტაციაზე ორიგინალური სიახლეც იქნა წარმოდგენილი, მგზავრებს ბილეთის შეძენის შემდეგ შეუძლიათ საკუთარი ფეისბუქის გვერდის საშუალებით მოინიშნონ კომპანიის გვერდზე, სადაც შესაძლებლობა ექნებათ წინასწარ გაიცნონ ის მგზავრები, ვისთან ერთადაც ისინი იმგზავრებენ.
Air France-KLM-ის მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრენ საფრანგეთისა და ჰოლანდიის ელჩები და სხვა საელჩოების წარმომადგენლები. ასევე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების და მასმედიის წარმომადგენლები.