ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარია ვერავინ ვეღარ შეძლოს იმის გაბედვა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა 3 წლის წინ!

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარია ვერავინ ვეღარ შეძლოს იმის გაბედვა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა 3 წლის წინ!

"ჩვენთვის მთავარი ღირებულება მართლაც ადამიანია, მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფება ეს ადამიანი, ციხეში თუ ციხის გარეთ" - აღნიშნული განცხადება, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთაველის თეატრში, პატიმრების მონაწილეობით გამართული სპექტაკლის ნახვის შემდეგ გააკეთა.

 

პრემიერმა სასჯელაღსრულების მინისტრს ჰუმანური ღონისძიების იდეისთვის მადლობა გადაუხადა.

 

"არაჩვეულებრივი დღეა დღეს, ვინაიდან ჩვენ ერთ დარბაზში დავესწარით პატიმრებთან ერთად არაჩვეულებრივ სპექტაკლს, რომელიც დადგმული იყო პატიმრების მიერ, მათივე მონაწილეობით. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი პატრიარქის არაჩვეულებრივი სიტყვები და მისი შეფასება. მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს ძალიან ჰუმანური დღის ჩუქებისთვის. ჩვენი მთავრობის სახე გამოჩნდა დღეს კიდევ ერთხელ. ეს არის ჩვენს მიერ დამკვიდრებული პრინციპების კიდევ ერთხელ წარმოჩენა, რაც არის სამართლიანობა და ჰუმანურობა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ხელისუფალი იყოს სამართლიანი. სწორედ ეს ჰუმანური სახე არის იმის დამადასტრურებელი, თუ როგორ ვზრუნავთ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებზე, იქნებიან ესენი ჩვეულებრივი მოქალაქეები თუ პატიმრები. საბოლოო ჯამში, ეს არის ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება მართლაც ადამიანია. მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფება ეს ადამიანი ციხეში თუ ციხის გარეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ყველამ კარგად ვნახეთ, 3 წლის წინ რაც ხდებოდა პატიმრების წინააღმდეგ, ეს ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს დრო არასდროს არ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ამ იდეის განხორციელებისთვის, ორგანიზატორებს, კახა კახიშვილს, მის გუნდს და რაც მთავარია დამდგმელ რეჟისორს და მსახიობებს, რომლებმაც არაჩვეულებრივად შეასრულეს დღევანდელი დღე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

5-12-2015, 15:58
უკან დაბრუნება