ივერიონი / დავით უსუფაშვილი: თუ "რესპუბლიკური პარტია" ოდესმე, არჩევნებში 40%-ს მიიღებს , ან რესპუბლიკელებთან ან ქვეყანაშია საქმე ცუდად!

დავით უსუფაშვილი: თუ "რესპუბლიკური პარტია" ოდესმე, არჩევნებში 40%-ს მიიღებს , ან რესპუბლიკელებთან ან ქვეყანაშია საქმე ცუდად!

"თუ ოდესმე არჩევნებში "რესპუბლიკური პარტია" 40%-ს მიიღებს , ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში, ან ორივეში ერთად" - აღნიშნული განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საგამოფენო ცეტრ "ექსპო ჯორჯიაში" გააკეთა, სადაც "რესპუბლიკური პარტია" საერთაშორისო კონფერენციას "დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის" მართავს. 

 

უსუფაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საკუთარი განცხადების მნიშვნელობა უკვე ჟურნალისტებთან განმარტა და აღნიშნა, რომ მრავალპარტიულობა და მრავალფეროვნება თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობა

 

"რაც შეეხება ჩემს განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ ოდესმე არჩევნებში "რესპუბლიკური პარტია" 40%-ს მიიღებს, ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში, ან ორივეში ერთად. მე ვგულისხმობ იმას, რომ ეს ფორმულა თანაბრად ეხება ყველა პარტიას. თუ გვინდა მრავალფეროვნება, თავისუფლება, უნდა შევეგუოთ იმას, რომ საზოგადოებაში არც ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ე.წ. საკონტროლო პაკეტი 50 + 1. ამ ამოცანას პარტია არ უნდა ისახავდეს. პარტიისთვის ეს არ უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნილება. მაშინ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს ნახევარზე მეტი ჩვენნაირი იყოს. რატომ უნდა იყოს ჩვენნაირი, როდესაც ვიცი, რომ არ არის ჩემნაირი. მე თუ ამას მოვითხოვ, მერე სხვაც ხომ ჩემგან ამას მოითხოვს. სხვა შეეცდება იმას, რომ მე მაინცდამაინც მისიანი გავხდე.

 

პარტიებმა უნდა გავაძლიეროთ, გავზარდოთ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ არ უნდა დავისახოთ ამოცანად, რომ ახალ კომუნისტურ პარტიად მოვევლინოთ ამ ქვეყანას. ეს ეხება რესპუბლიკელებსაც და ყველა სხვა პარტიასაც. დღეს რესპუბლიკელები ვსაუბრობდით ჩვენ შიდა წრეში, ამიტომ რესპუბლიკელებთან ვიხმარე ეს გამოთქმა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

5-12-2015, 17:31
უკან დაბრუნება