"პატრიარქის ინიციატივა ყურადსაღებია, ეს აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს შემდეგ განხილვებს ხელისუფლებაში და ამის საფუძველზე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული"- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, დავით ნარმანია შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივას.
დავით ნარმანიას განცხადებით, გადაწყვეტილება განხილვების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული.
"სწორედ იმიტომ უნდა დაექვემდებაროს ეს საკითხი განსჯას, რომ ინახოს მისი ყველა მხარე, შემდეგ რა ცვლილებები სჭირდება ამას კანონმდებლობაში. რა თქმა უნდა, კომპლექსურად განსახილველი საკითხია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.