ივერიონი / „ქართული ერთობის დარბაზი“ პატრიარქს შეხვდა

„ქართული ერთობის დარბაზი“ პატრიარქს შეხვდა

გუშინ, 6 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკურთხეველში, შედგა პატრიარქის შეხვედრა „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებთან და აღმასრულებელი საბჭოს რამდენიმე წევრთან.

 

ქართული ერთობის დარბაზის“ პრეს-ცენტრის ინფორმაციით:

 

საუბარი გაიმართა ყოველთა ქართველთა, საქართევლოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევისა და  შოთა რუსთაველის 850 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნის თაობაზე.

 

შეხვედრისას დარბაზის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა რამაზ ლომინაძემ  პატრიარქს გადასცა ყველა დამფუნებლის მიერ ხელმოწერილი „პატივდების სიგელი“ ; საქართველოს სახალხო არტისტმა, ომარ მხეიძემ, მიხეილ ჩიქვილაძემ, ზურაბ ჩხაიძემ და ემილ მიქაიამ დარბაზის დამფუძნებელთა სახელით - კონგრესის დელეგატის მოწმობა, ტელევიზია „ქართულის“ სახელით რომან კილაძემ - გაზეთ „ქართულის“  სპეციალური ნომერი, რომელიც ეძღვნება მეცნიერებათა აკადემიაში აღნიშნული ტელევიზიის პრობლემებზე გამართულ დისკუსიას; აკადემიკოსმა არნოლდ გეგეჭკორმა  - თავისი წიგნის „ეს არის საქართველო“ პირველი ეგზემპლარი. გელათის აკადემიის აკადემიკოსმა თემურ შაშიაშვილმა ისაუბრა 8 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში დარბაზისა და ტელევიზიის დამფუძნებლის, ბატონ რეზო ჩხეიძის იუბილეს აღნიშვნის, აგრეთვე ყოველთა ქართველთა კონგრესის თაობაზე, რომელიც გაიმართება 24 სახელმწიფოს 40-მდე ქალაქში ათონის მთიდან და ათენიდან დაწყებული და „თერგდალეულთა“ აკვნამდე - პეტერბურგამდე... ხოლო დასრულდება თბილისში ყოველთა ქართველთა , საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი ერთობით.

 

პატრიარქმა  მისთვის წარდგენილი პროგრამა შეაფასა, როგორც ყველას გამაერთიანებელი. თქვა რა, რომ ეს მართლაც ერის და ბერის ერთიანობაა! როცა ეკლესიაც , ხელისუფლებაც და ხალხიც ერთი განწყობითაა.

 

„ეს იმდენად მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებია, რომ რეგულარული შეხვედრები გვჭირდება“ - ბრძანა პატრიარქმა. 

 

7-12-2015, 11:01
უკან დაბრუნება