„რუსულ-თურქული დაპირისპირებით საქართველო ვერაფერს მოიგებს. საქართველო ამ ვითარებაში უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობის მხარეს“- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ,კავკასიის“ ეთერში გააკეთა.
,,ჩვენ უნდა ვიყოთ, ბუნებრივია, მშვიდობის მხარეს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობის მოყვარე ადამიანები ვართ, არამედ იმიტომ, რომ, პირველ რიგში, რეგიონის ჩვენეული ხედვა ემყარება ეკონომიკური თანამშრომლობის ვექტორებს. ეკონომიკური პროექტების განხორციელება სტაბილურობისა და სიმშვიდის გარეშე ძალიან რთულია. ეს ერთი. მეორე - ორ დიდ ქვეყანას შორის მყოფ შედარებით მცირე ზომის სახელმწიფოს დაპირისპირებამ სირთულეები რომ არ შეუქმნას, მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს მშვიდობის გაღრმავებას რეგიონში. ამას უნდა ეცადონ დიპლომატები, ჩვენი პოლიტიკოსები. საქართველოს მოგება ამ ვითარებაში არ არის მოგება. საქართველო ვერ მოიგებს რუსულ-თურქულ დაპირისპირებაში. ორიენტირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რომ შენარჩუნდეს რეგიონში მშვიდობა'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.