9 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარტია ,,ნეიტრალური-ევრაზიული საქართველოსა" და ,,ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები გამართავენ აქციას დავით აღმაშენებლის ძეგლის წინ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნა იქნება ძეგლის პირვანდელ ადგილზე დაბრუნება.
-"დღესდღეობით, დავით აღმაშენებლის ძეგლი დგას აბსოლუტურად მიუღებელ ადგილას და მისი იქ დატოვება უბრალოდ შეურაწმყოფელია დიდი მეფის ხსოვნის და ქართული საზოგადოების წინაშე, ვინაიდან ძეგლთან მოხვედრა და მისი უბრალოთ ყვავილებით შემკობაც კი შეუძლებელია ნებისმიერი მოქალაქისათვის, თუ ის არ მოახდენს საგზაო კანონის დარღვევას. ასე, რომ მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც იზიარებს ჩვენს პოზიციას შემოგვიერთდნენ აქციაზე, ერთად დავაბრუნოთ მეფედ-მეფის დავითის ძეგლი, ძველ ადგილას!"-აცხადებს პარტიის ლიდერი არჩილ ჭყოიძე.
არსებული ყოფითი პრობლემების ფონზე საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად აფასებს ამ აქციას. რას ფიქრობენ თავად აქციის მონაწილეები და რამდენად დროული ეჩვენებათ მოთხოვნა?
ამ კითხვით ჩვენ არჩილ ჭყოიძეს დავუკავშირდით.
-"ზოგიერთმა ჟურნალისტმა, საზოგადო მოღვაწემ, პოლიტიკოსმა გამოთქვა მოსაზრება,რომ თითქოს, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა: უმუშევრობა, სოციალურად დაუცველი ფენები, პენსიონერები და ასე შემდეგ, ამ დროს ძეგლზე ყურადღების გამახვილება უდროოაო. მინდა უპასუხო სკეპტიკოსებს - ერი, რომელიც ივიწყებს და პატივს არ სცემს თავის წარსულს, ის მომავალს ვერასოდეს ვერ ააშენებს. ზუსტად, იმიტომ დავკარგეთ ტერიტორიები, ზუსტად იმიტომ ვიქეცით საკუთარ ქვეყანაში დევნილებად, ვიქეცით სხვა ეთნოსის მომსახურე ხალხად, ზუსტად იმიტომ ჩამოგვეშალა ეკონომიკა, რომ დავივიწყეთ ენა, მამული, სარწმუნოება. დავივიწყეთ დავითი, შევურაწვყეთ თამარი და შოთა, დავაიგნორირედ დედაენა, ჩამოვაგდეთ სტალინის ძეგლი, მაშინ როდესაც ამერიკაში, სლოვაკეთში მისი ძეგლები დადგეს და კიდევ მრავალი უდიდესი მამულიშვილი დავივიწყეთ, როგორც წინაპარი ასევე დღევანდელობაში არსებული. ამავე დროს გავაპეტიშეთ უცხო ქვეყნის ექსპერტები, დავდგით ტარას შევჩენკოს ძეგლი, რეიგანის, ველოსიპედის, გადავარქვით ქუჩებს ქართველი მამულიშვილების სახელები და ბუშების, კაჩინსკების, არაბი თუ თურქი ბიზნესმენების სახელები დავარქვით. ჩვენვე სულში ჩავაფურთხეთ ჩვენს საუკუნოვან ისტორიას თავიანთი უდიდესი გენიოსებით. ამიტომ არის ზუსტად აღმაშენებლის ძეგლი რომ უნდა დაუბრუნდეს ზუსტად იმ ადგილს, სადაცვ იდგა - ივერიის წინ რუსთაველზე, ვინაიდან ზუსტადაც, რომ დავითის დამსახურება იყო ივერიის გაბრწყინება და შოთას ეპოქის დადგომა"-განაცხადა ჭყოიძემ.