უკრაინა მზადაა სირიაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩაერთოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
პოროშენკოს თქმით, უკრაინას ტერორიზმთან ბრძოლის საკმაო გამოცდილება აქვს და მზად არის, საერთაშორისო კოალიციას გვერდით დაუდგეს.