მსოფლიო ბანკი საქართველოს ტურიზმის ახალ სტრატეგიაზე ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და იმ 10 წლიან სტრატეგიაზეა საუბარი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკის დახმარებით ერთ წელიწადში შეიმუშავა.
2015-2025 წლის გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო კონსულტანტები, ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, ეროვნული და ადგილობრივი ორგანოები, ტუროპერატორები, სასტუმროების მეპატრონეები და ინვესტორები.
ახალი სტრატეგია მიზნად ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც ბუნებრივი და კულტურული აქტივების დაცვითა და გაძლიერებით, კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, მომსახურების დახვეწით, ეფექტური მარკეტინგითა და ინვესტიციების გაზრდით უნდა მოხდეს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2009-2013 წლებში საქართველოში ტურისტთა რაოდენობა თითქმის 300-ჯერ გაიზარდა, თუმცა საშუალოდ ტურისტი დღეში 74 დოლარს ხარჯავს, რაც მსოფლიო სტანდარტებით დაბალი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლის გაზრდისთვის კი დივერსიფიცირებული, უმაღლესი ხარისხის ტურისტული პროდუქტია საჭირო.