საქართველოს პარლამენტში ექს პრემიერის, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
პლენარული სხდომის დაწყებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა.
„მინდა, მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ“, - დასძინა უსუფაშვილმა.