ივერიონი / რისკენ მოუწოდებს ანკარას ჩურკინი?

რისკენ მოუწოდებს ანკარას ჩურკინი?

 

მოსკოვი იმედოვნებს, რომ თურქეთი სირიაში ჯარებს არ განათავსებს. ამის შესახებ გაეროში, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა. 

 

ვიტალი ჩურკინმა იმედი გამოთქვა, რომ ანკარა გონიერებას გამოიჩენს და ისევე, როგორც ერაყში, სამხედრო ნაწილების შეყვანას სირიაშიც არ დააპირებს. 

 

თურქეთმა 150 სამხედრო მოსამსახურე მოსულში 4 დეკემბერს შეიყვანა, რასაც ოფიციალური ბაღდადის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

 

9-12-2015, 14:15
უკან დაბრუნება