ივერიონი / შსს-მ დიდი ოდენობით „ექსტაზი“ ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით „ექსტაზი“ ამოიღო

შსს-ს აჭარის პოლიცის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანანო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ილმაზ თ. ბათუმში დააკავეს.


სამართალდამცველებმა ბათუმში, ილმაზ თ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის და პირადი ჩხრეკისას 36 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,0136 გრ 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანანო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ს 6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

10-12-2015, 10:36
უკან დაბრუნება