ანკარა რუსეთს ჩრდილოეთ სირიაში ეთნოწმენდის მოწყობაში ადანაშაულებს. საგანგებო განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახმეტ დავუთოღლუმ გააკეთა.
მისივე თქმით, რუსეთი ასადის რეჟიმთან დაპირისპირებულ თურქმენებსა და სუნიტებს ჩრდილოეთ ლატაკიის დატოვებას აიძულებს.
თურქეთის პრემიერის თქმით, რუსული ავიადარტყმები ისლამურ სახელმწიფოს პოზიციებს არათუ ასუსტებს, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს, რადგანაც საჰაერო ოპერაციები არა ისლამისტების, არამედ ზომიერი ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართული.